ლუიზა ვინტონი : ვხედავთ საჭიროებას, რომ უფრო მეტი გაკეთდეს ლგბტ თემის და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობების უფლებების დასაცავად

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2019 11:21

ლუიზა ვინტონი : ვხედავთ საჭიროებას, რომ უფრო მეტი გაკეთდეს ლგბტ თემის და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობების უფლებების დასაცავად

დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ დაცულია არამხოლოდ უმრავლესობის, არამედ სწორედ უმცირესობების უფლებებიც, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა „ღირსების მარშსა“ და „თბილისი პრაიდზე“ საუბრისას განაცხადა.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს ყველა მხარის მიერ, რათა უფრო დაცული იყოს ლგბტ თემის და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობების უფლებები.

„როგორც 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღვნიშნეთ, ლგბტ თემი საქართველოში ყოველდღიურად განიცდის დისკრიმინაციას და ეს აღნიშნულია გაეროს სპეციალური წარმომადგენლის დასკვნაში, რომელსაც გაერო გაასაჯაროებს 24 ივნისს ჟენევაში.

ჩვენ ვხედავთ დიდ საჭიროებას იმისას, რომ უფრო მეტი გაკეთდეს ყველა მხარის მიერ, რათა უფრო დაცული იყოს ამ თემის და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობების უფლებები. რაც აღნიშნულია ადამიანის უფლებების კონვენციაში, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა. ეს არის ასახული ასევე საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც სახელმწიფოს ავალებს უზრუნველყოს ყველა სახის უმცირესობების უფლებების დაცვა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი უწყებები და კერძოდ, შსს, რომელსაც ნამდვილად გააჩნია ამის შესაძლებლობა და უნარი უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას ამ კონკრეტული მარშის, თუ სხვა მსვლელობის დროს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ დაცულია არამხოლოდ უმრავლესობის უფლებები, არამედ სწორედ უმცირესობების უფლებებიც“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2019 11:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics