საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ გამანადგურა

რუსი დეპუტატის ნახვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უბრალოდ გამანადგურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას ეხმაურება, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება.

„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის, პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშილუიზა ვინტონი : ვხედავთ საჭიროებას, რომ უფრო მეტი გაკეთდეს ლგბტ თემის და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობების უფლებების დასაცავად
შემდეგი სტატიაოპოზიციის პროტესტი რუს დეპუტატებს – ხელისუფლების ოპონენტებმა გავრილოვის სავარძლის ბლოკირება მოეხდინეს