ლონდონს ვურჩევთ, შესაბამისი მოთხოვნები დონეცკის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს გაუგზავნოს – ზახაროვა ე.წ. დონეცკის სასამართლოს მიერ სიკვდილმისჯილ სამხედროებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენზე ბრიტანეთის რეაქციას „ისტერიულს“ უწოდებს.

მისი თქმით, როგორც გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე მაროკომ თავიანთ მოქალაქეებთან დაკავშირებით ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ კომპეტენტურ სამსახურებს უნდა მიმართონ.

„რაც შეეხება კონკრეტულ დატყვევებულ ბრიტანეთის მოქალაქეებს, ლონდონს ვურჩევთ, გაუგზავნოს შესაბამისი მოთხოვნები დონეცკის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება მაროკოდან დაქირავებულ მებრძოლსაც“, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიმე არ ვსაუბრობ დამცირებაზე, მე ვსაუბრობ ქალებზე და ბავშვებზე, რომლებსაც განურჩევლად აუპატიურებენ და კლავენ და ეს უნდა იყოს ჩვენი ფოკუსი – მეცოლას პასუხი მაკრონის განცხადებას
შემდეგი სტატიანუ გვისაყვედურებს ნურავინ, გვაქვს უფლება გვქონდეს ემოცია – ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებაზე