ლომჯარია: პროკურატურას შეუძლია, მელია დღესვე გაათავისუფლოს გირაოს გარეშეც

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პროკურატურას გირაოს გარეშე მელიას გათავისუფლება დღესვე შეუძლია.

“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას არ შეუცვლია ჯერჯერობით პოზიცია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან რა შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე, საუბრობს იმაზე, რომ მასთან არ ყოფილა გირაოს საკითხთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან.

ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება დადებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტიულება შეუძლიათ, ძალიან ტავისუფლად გააკეთონ. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიმიშელი: შეთანხმება ძლიერი სიგნალია, თუმცა არ არის საკმარისი, მათ უნდა განახორციელონ ეს
შემდეგი სტატიავაშაძე: პირადად მე ვმუშაობდი შეთანხმების ტექსტზე კოლეგებთან ერთად, დაზუსტებით გვაქვს ყველაფერი გავლილი