მიშელი: შეთანხმება ძლიერი სიგნალია, თუმცა არ არის საკმარისი, მათ უნდა განახორციელონ ეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე მხოლოდ ხელმოწერა საკმარისი არ არის და ის უნდა განახორციელონ.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება, რაც გუშინ მიიღეს და რაზეც ხელი მოაწერა ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეს ძალიან ძლიერი სიგნალია, ძალიან ძლიერი გზავნილია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, მათ უნდა განახორციელონ ეს. პოლიტიკურმა ლიდერმა და მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ, რათა განახორციელონ ის, რაც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვიტეს”, – აღნიშნა მიშელმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიშელის თქმით, ტოპ პრიორიტეტია საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობის რეფორმა და ფუნდამენტურია, რომ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს, ენდონ.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული დებატები ზოგჯერ დაძაბულობასაც ნიშნავს, განსხვავებულ აზრს პრიორიტეტებზე, თუმცა, ყველაზე მთავარი არის დნმ და დნმ უნდა იყოს ერთობა, საერთო ინტერესი ამ ქვეყნისთვის და მე ვგრძნობ, რომ გუშინ ხელმოწერილი ამ შეთანხმებით (ვიმედოვნებ, რომ სხვებიც შემოუერთდებიან) მე ვფიქრობ, ეს არ საწყის წერტილი სიმშვიდისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის რეალური, ძლიერი პოლიტიკური მზაობისთვის, რათა იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების მიხედვით”, – თქვა მიშელმა .

banner
წინა სტატიაშირუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის საელჩომ სამედიცინო ტექნიკა გადასცა
შემდეგი სტატიალომჯარია: პროკურატურას შეუძლია, მელია დღესვე გაათავისუფლოს გირაოს გარეშეც