ლობიზმი წლების განმავლობაში ეწეოდა არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას, ქართული ოცნების პრობლემების გამოსწორებას და ოპოზიციის შავ პიარს – თარხნიშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, მთავრობის მიერ ლობისტური ორგანიზაციების დაქირავებას ეხმაურება.
თარხნიშვილის თქმით, პირველი, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური კრიზისის დროს საბიუჯეტო ფულის ლობისტური საქმიანობისათვის დახარჯვა, ხოლო მეორე, რომ წლების განმავლობაში, ლობიზმი ეწეოდა არა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას.
„აქ უნდა გამოვყოთ ორი საკითხი, პირველი, რამდენად მიზანშეწონილია ამ ეკონომიკური კრიზისის, პანდემიის და სოციალური პრობლემების ფონზე საბიუჯეტო ფულის, ანუ ჩვენი ყველას ფულის ლობისტური საქმიანობისათვის დახარჯვა.
მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, არის ის, თუ რაში ხმარდება ეს ფული. იმის ნაცვლად, რომ ლობიზმს უწევდნენ საქართველოს, როგორც ქვეყანას, მის საინვესტიციო გარემოს და ა.შ, ლობიზმი წლების განმავლობაში ეწეოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას, ქართული ოცნების პრობლემების გამოსწორებას და ოპოზიციის შავ პიარს.
რათქმაუნდა, ეს წარმატებული ვერ იყო დე ვერც იქნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პრობლემების გამოსწორების ნაცვლად ქართული ოცნება წლიდან წლამდე ხარჯავს ფულს იმისათვის, რომ წარმოაჩინოს თითქოს ეს პრობლემები არ არსებობს.
ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, რომ სასამართლოში პრობლემებია და არჩევნები გაყალბდა. შესაბამისად, იღებენ კრიტიკას და სამწუხაროა, რომ ამისთვის იხარჯება საბიუჯეტო ფული, იმის მაგივრად, რომ ის მოხმარდეს სოციალურ, ეკონომიკურ და პანდემიის პრობლემების აღმოფხვარს თვითონ ქვეყანაში,“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილელა ქებურია: ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე პასუხი უნდა აგოს სკოლის ყველა შესაბამისმა პირმა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასეთი ურთიერთობა, ასეთი ხარისხობრივი მაღალი დონის ურთიერთობა არ გვქონია