ლელა ქებურია: ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე პასუხი უნდა აგოს სკოლის ყველა შესაბამისმა პირმა

„ამაზრზენი, ამორალური და გაუგონარი, ამ სამი სიტყვით შემიძლია შევაფასო ის ფაქტი, რაც მოხდა ჩხოროწყუში. ქვეყანაში, სადაც ვითომ ბავშვების ზრუნვის მოტივით სახელმწიფომ ბავშვებს წაართვა სრულფასოვანი განათლების უფლება, ამ სახელმწიფოში ხდება ეს ფაქტი.
მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა ამ ინციდენტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ არაადეკვატურად აფასებს მომხდარ ფაქტს სკოლის დირექტორი, მასწავლებელი. სკოლის დირექტორს წარმოდგენაც კი არ აქვს არც ბავშვთა უფლებებზე, არც საკუთარ უფლებამოვალეობაზე, არც განათლების შესახებ კანონზე წარმოდგენაც კი არ აქვს და მასაწავლებლების კომენტარი ყველაზე რბილად რომ ვთქვა, არის სამარცხვინო.
რაც შეეხება თავად მერიას, ჩვენ შევეჩვიეთ რატომღაც იმას და ამის ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები თავს თვლიან არა დაქირავებულ მსახურებად ხალხის და ანგარიშვალდებულებად, არამედ ისინი თვლიან, რომ სანამ დაკავებული აქვთ თანამდებობა, ხალხს კი არ უნდა ემსახურონ, არამედ ხალხი უნდა ემსახუროს მათ.
დღეს მივედით იქამდე, რომ მსგავსი ტიპის ამაზრზენი და ამორალური ფაქტის წინაშე დავდექით. რაც შეეხება თვითონ მერიას, ფორმალურად და ტექნიკურად უბრალოდ შეუძლებელია თანამშრომელი, რომელიც არ არის მერიის თანამშრომელი, როგორც მერია აცხადებს, განახორციელოს მსგავსი ტიპის ღონისძიება მერიაში, დაგეგმოს რაღაც აქტივობა, განახორციელოს ეს აქტივობა მთელი ამ დროის განმავლობაში და ამის შესახებ მერი ან მერიის რომელიმე თანამშორმელი არ იყოს ინფორმირებული. ამიტომ, ტექნიკურად ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტია.
რაც შეეხება რეაქციას, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე ხელისუფლებას, პირველ რიგში უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის პედაგოგი და სკოლის დირექტორი, რადგან მსგავს აქტივობებზე ინფორმაცია უნდა სცოდნოდა სკოლის წარმომადგენლებს, მსაგვსი აქტივობის ინიციატორს კანონი ავალდებულებს ამას, შესაბამისად, ყველამ უნდა აგოს პასუხი ამაზე.“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ლელა ქებურიამ.

banner
წინა სტატიაშიყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტარები, მაგრამ ამ შემთვევაში, გავაკეთებ
შემდეგი სტატიალობიზმი წლების განმავლობაში ეწეოდა არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას, ქართული ოცნების პრობლემების გამოსწორებას და ოპოზიციის შავ პიარს – თარხნიშვილი