ლიტვა ევროზონაში გაწევრიანებას ზეიმობს

lithuania_ekskur_130_3ლიტვის პრემიერმა ბანკომატიდან 10 ევროიანი კუპიურა გამოიღო – ეს ტრადიციაა ევროზონის წვერი ქვეყნებისათვის და ევროპულ ვალუტასთან დაახლოებას ნიშნავს. ლიტვა 2015 წელს ევროზონის ოფიციალური წევრი გახდა.
დღესასწაულზე, რომელიც ამ ფაქტს მიეძღვნა, სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი თაავი რიივასი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინსიტრი და ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში ბიტიანის ანდრიუკაიტისი.
„ესტონელებს ინვესტირება უნდათ. ევრო ლიტვას ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს, ასევე გაზრდილ ხელფასებს და ქვეყნის ეკონომიკა ამ ფაქტისგან მხოლოდდამხოლოდ მოგებას ნახავს“ – განაცხადა თაავი რიივასმა ცეროემონიის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ არ გვეშინია ლიტს დავემშვიდობოთ, რადგანაც ევროს შემოღება ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, რამდენიმე ლიტს, ცხადია, დავიტოვებთ სამახსოვროდ“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ვალურის შეცვლას, ცხადია, აზრთა სხვადასხვაობა მოყვა მოსახლეობაში. ზოგიერთების აზრით, მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ევროს შემოღების შემდეგ უფრო მეტად გაუჭირდებათ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლიტველების 63% მიესალმება ევროზონასთან გაერთიანებას, 41% კი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს.

16 იანვრამდე ლიტვაში გადახდა ორივე ვალუტით იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამასთანავე კანონის თანახმად, ხურდის დაბრუნება აუცილებლად ევროთი მოხდება.

ლიტვის ფინანსთა მინისტრის პროგნოზით მიმდინარე წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 2,7-2,9 %-ით უნდა გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაში10 რამ, რომლის შესახებაც 10 დღის წინ არ ვიცოდით
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში საკდარო ცვლილებები