ლევან რატიანი : სამი შვილი მყავს, თვენახევარია, ჩემი ოჯახი არ მინახავს, განა არ მენატრება, მაგრამ რომ გადავრჩეთ, ერთმანეთს უნდა დავცილდეთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც არის ერთადერთი ყველაზე ეფექტური იარაღი კორონავირუსთან საბრძოლველად.

რატიანის თქმით, პირადად მას, თვენახევარია, ოჯახის წევრები არ უნახავს.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, ხანდაზმულ ადამიანებს გაუფრთხილდნენ და საზოგადოებრიი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ერი იქნება, თუ ბერი, ყველას ვთხოვ, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. არ მინდოდა ასე თქმა, მე მყავს სამი შვილი და თვენახევარია, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე სხვებს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში. არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ „გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან ამ არაინვაზიურ სიპაპვენტილაციას და იხრჩობიან, ამ ხრჩობის ყურება ჩვენთვისაც ძალიან ძნელია. ნუ გაგვაკეთებინეთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ყველა გამკაცრებული ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან
შემდეგი სტატიადღეიდან საქართველოში აპლიკაცია STOP COVID ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან