კახა კალაძე : ყველა გამკაცრებული ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან

ყველა გამკაცრებული ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არავისთვის სასიამოვნო არ არის ასეთ პირობებში ცხოვრება, მაგრამ მნიშვნელოვანია, მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

„ზომებს, რაც შეეხება ცხადია, მარტივი არ არის ასეთ პირობებში ცხოვრება. ეს არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ამის გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, დავიცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის სიცოცხლე. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა, საკომდანტო საათი, გამკაცრებული ღონისძიებები, ყველაფერ მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ძალიან მარტივად და იოლად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან, რაც ყველაზე მთავარია, ნაკლები დანაკარგის გარეშე. სწორედ იმისკენ არის მიმართული ყველა ღონისძიების გამკაცრება, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : სამი შვილი მყავს, თვენახევარია, ჩემი ოჯახი არ მინახავს, განა არ მენატრება, მაგრამ რომ გადავრჩეთ, ერთმანეთს უნდა დავცილდეთ