ლევან ხაბეიშვილი: „ესენი არიან გამოუსწორებელი თაღლითები, ბიუჯეტის ქურდები და წურბელები!“

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში „ახალი საქართველოსა და „მედიატორის“ ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:
„4 თვეში თამარ ჟვანიამ (ცესკო-ს თავმჯდომარე) 38 500 ლარი მიიღო. თვეში მისი შემოსავალი, პრაქტიკულად, 10 000 ლარია. ოთხ თვეში ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო იმდენი, რამდენსაც 3 წელიწადში, უფრო ზუსტად კი, 38 თვეში ღებულობს პატრულ-ინსპექტორი, 6 წელიწადში – პედაგოგი (72 თვეში) და 226 თვეში – პენსიონერი, რაც 18 წელზე მეტია. ამ შემოსავლიდან 16 500 ლარი პრემია-დანამატია. მისი მოადგილეების შემოსავალიც კოლოსალურია – 32 900 და 32 200 ლარი. შესაბამისად, 14 100 და 13 800 პრემია-დანამატი.“
ხაბეიშვილის თქმით, სამი თანამდებობის პირის შენახვა 4 თვეში 103 600 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს.
„ესენი არიან გამოუსწორებელი თაღლითები, ბიუჯეტის ქურდები და წურბელები, ამას ახსნა და გამართლება აღარ აქვს. ეს არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯი და პოლიტიკური კორუფცია. ქერის ორმოშია ქალი და ეს ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს?“ – კითხულობს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა