სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა-ეს განცხადება, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ გააკეთა. გოგაძე უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ომბუდსმენმა თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მონაწილე მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

გიორგი გოგაძე მიიჩნევს, რომ ომბუდსმენი საკუთარ უფლებამოსილებას სცდება.

“სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის მოგვევლინა მხარედ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს გამოთხოვილი პროკურატურისგან“, – განაცხადა გოგაძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი უნდა გაუქმდეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: „ესენი არიან გამოუსწორებელი თაღლითები, ბიუჯეტის ქურდები და წურბელები!“