საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება წვევამდელებთან დაკავშირებით.
როგორც იზორიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე შესაწავლილია ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ექსპერტების პოზიციაც იქნება გათავალისწინებული.
“ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობდით ყველა საკითხზე, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წვევამდელების ინსტიტუტს უკავშირდება. შევისწავლეთ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოცდილება. ბუნებრივი, მე, როგორც მინისტრს ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პოზიციის გამხოატვსიგან თავს ვიკავებ“,-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში სამინისტრო თავის პოზიციას გააცნობს ექსპერტებს, არასანგავრობო სექტორს და უკვე სამინისტროს საქმიანობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენის დროს წვევამდელთა თემის შესახებ იქნება დეტალური საუბრია.
„ჯერ ჩვენ პოზიციებს ვაჯერებთ. შესაბამისად, ყველას აზრი გვაინტერესებს, განსაკუთრებით მათი, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული, მხედველობაში მაქვს ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. საბოლოოდ კონსესუსით გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული”,-აღნიშნა იზორიამ.
როგორც ცნობილია, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს შენაერთებში გაწვევა სავალდებულო აღარ იქნება.