თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს არ გადახედოს გადაწყვეტილებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ

,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს არ გადახედოს გადაწყვეტილებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ. კეკენაძის განმარტებით სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იქნა მიღებული და ამ მიმართულებით უკვე არსებობს სამოქმედო გეგმა –

” სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იქნა მიღებული. ნატოსთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა ოთხ წლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, რომელსაც უნდა უზრუნველყო წვევამდელების და მათი ფუნქციების ეტაპობრივი ჩანაცვლება პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

საქართველოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჭირდება მაღალპროფესიული, მობილური სამხედრო შეიარაღებელი ძალები, ძლიერი რეზერვის სისტემით“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ. თამარ კეკენაძე პირადად იყო ჩართული ნატოსთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში მისივე განმარტებით ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია არ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება წვევამდელებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიახელახალი კენჭისყრა ზუგდიდსა და მარნეულში – ცესკო ბოლო განმარტებებს აკეთებს