ლევან იოსელიანი – ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება

ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ერთ – ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მოლაპარაკების ჩაშლაზე ორივე მხარეს ეკისრება.

„ფაქტია, როცა მოლაპარაკება ჩაიშლება, აქ პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთ მხარეზე, ეს ნათელია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციასაც. ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, საბოლოო ჯამში იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და რაღაც ფორმით მივა ლოგიკურ დასასრულამდე,”- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი – ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო
შემდეგი სტატიაDRI მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს კარანტინი აფხაზეთიდან გადმომსვლელებისთვის