DRI მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს კარანტინი აფხაზეთიდან გადმომსვლელებისთვის

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს – ორგანიზაცია ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – ორივე მხარის ჯიუტი პოზიციების გამო ვერ შედგა მოლაპარაკება
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს – საჭიროების შემთხვევაში, ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენს გამოსაჯანმრთელებლად