ლევან იოსელიანი კახა ოქრიაშვილს პასუხობს – ჯიგარო, 2012 წლამდე „ნაცი“ იყავი, 2016-ში „გაქოცდი“, 2020-ში ისევ „განაცდი“ და 2024-ში ისევ „ქოცობა“ გიწევს, ისე ნუ იზამ, მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო

ჯიგარო, 2012 წლამდე „ნაცი“ იყავი, 2016-ში „გაქოცდი“, 2020-ში ისევ „განაცდი“ და 2024-ში ისევ „ქოცობა“ გიწევს, ისე ნუ იზამ, მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო, – ასე მიმართავს სოციალურ ქსელში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი კოლეგას, კახა ოქრიაშვილს. იოსელიანი პასუხობს ოქრიაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც: „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

„კახა, ჯიგარო, შენივე პერსპექტივიდან გიპასუხებ. 2012 წლამდე ნაცი იყავი, 2016-ში გაქოცდი, 2020-ში ისევ განაცდი და 2024-ში ისევ ქოცობა გიწევს. და მოდი ისე, ნუ იზამ, უკან მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო“, – წერს ლევან იოსელიანი „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კახეთში ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი შეისწავლეს
შემდეგი სტატიასამეგრელოში მედდა თანხის სანაცვლოდ აუცრელ პირებს სისტემაში ვაქცინირებულად არეგისტრირებდა