ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კახეთში ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი შეისწავლეს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფმა კახეთში კვლევა დაასრულა. სამუშაოების შესრულების შემდეგ პრეზენტაცია მოეწყო.
აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფის და კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტების ერთობლივი კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩატარდა. ჯგუფის წევრები ტურიზმის ინდუსტრიისა სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხეს ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითადი ობიექტები.
კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები: ახალი პროდუქტების შეთავაზების, ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ბაზრების ათვისების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ.
ვიზიტის მიზანი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად შეესწავლათ საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი.
პროექტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის. კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შედგა.

banner
წინა სტატიაში2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს, სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს პუტინს – ბორელი
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი კახა ოქრიაშვილს პასუხობს – ჯიგარო, 2012 წლამდე „ნაცი“ იყავი, 2016-ში „გაქოცდი“, 2020-ში ისევ „განაცდი“ და 2024-ში ისევ „ქოცობა“ გიწევს, ისე ნუ იზამ, მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო