ლევან გოგიჩაიშვილი : დამთავრებულია, სასამართლო ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ამის აღიარება მრცხვენია და საკუთარ თავსაც ვაბრალებ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2019 12:09

ლევან გოგიჩაიშვილი : დამთავრებულია, სასამართლო ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ამის აღიარება მრცხვენია და საკუთარ თავსაც ვაბრალებ

პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუნდიდან მისი და რამდენიმე პარლამენტარის წასვლის მიზეზთან დაკავშირებულ კითხვას გუშინდელ ინტერვიუში თავად გასცა პასუხი.

„ივანიშვილი დღეს მოძალადეების მხარეს დგას და ზუსტად ამის გამო დავტოვეთ უმრავლესობა. მას უნდა, კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობა და უმრავლესობა სწორედ ამიტომ დავტოვეთ.

როდესაც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩინჩალაძის, მურუსიძისა და ალანიას, ასევე თეთრაძისა და სხვა ადამიანების მკვლელების, მოსამართლეებისა და პროკურორების მხარეს დგას, ადამიანებს არ სჯეროდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ შარზე ვიყავით. მაგრამ გუშინ თავად აღიარა ბიძინა ივანიშვილმა და წყალგამყოფი გაავლო, რომ მოძალადე მოსამართლეების, მოძალადე პროკურორებისა და პოლიციელების მხარეს დგას. დღეს ეს ადამიანები ისევ სისტემაში რომ არიან, რაც მისი და მისი პოლიტიკის დამსახურებაა“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ერთი სურვილი აქვს, აკონტროლოს ყველაფერი და აკონტროლოს სასამართლო.

„დამთავრებულია, სასამართლო დღეს ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, ამის აღიარება ძალიან მრცხვენია და საკუთარ თავსაც ვაბრალებ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2019 12:09

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics