ხათუნა ლაგაზიძე: მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა ასეთი სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა

პოლიტოლოგი ხათუნა

მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა ასეთი სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. მაგრამ არც ასეთი დიალოგის და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების დეფიციტი მინახავს აქამდე. ამ დაქსაქსულობის და “მე ვარ და ჩემი ნაბადის” დაძლევის რესურსიც არ ჩანს. არადა, ისეა საქმე, დღეს გაერთიანება სურვილი კი არა, პასუხისმგებლობაა მომავლის წინაშე. “ოცნებას” ერთი საფრთხობელა ხომ ჰყავს “ნაცების” სახით და ცდილობს ყველა განსხვავებულად მოაზროვნე “ნაციონალებისკენ” გადარეკოს, როგორც ჩანს, პროექტში მეორე საფრთხობელის შექმნაც განიხილება – ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანის სახით. ჰოდა, 2020-ში სასწაული არჩევნები გველოდება. ამ სცენარით, მგონია, რომ სამოქალაქო დაპირისპირებასაც ვერ ავცდებით. ჰოდა, ყველანი ვართ და ვიქნებით პასუხისმგებელი შექმნილ რეალობაზე-წერს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ივანიშვილის ინტერვიუზე – ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ყველამ ზურგი აქცია
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი : დამთავრებულია, სასამართლო ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ამის აღიარება მრცხვენია და საკუთარ თავსაც ვაბრალებ