ლევან გოგიჩაიშვილი-ივანიშვილის გარემოცვა პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს

„ივანიშვილის გარემოცვა სხვა ადამიანებთან მიმართებაში პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს, – ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“-ს კვლევასთან დაკავშირებით აკეთებს.

„შეიხედეთ სასამართლოში არის კორუფცია. შეიხედეთ სასამართლოში და ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა სხვა ადამიანებთან მიმართებაში პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს. დაუკვირდით დეტალებს და ნახავთ, რომ მაგ. ვანო ჩხარტიშვილს შეუძლია მის კონკურენტთან მიმართებაში მოიგოს ყველა სასამართლო პროცესი. ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს შეუძლია დაამარცხოს სასამართლოში თავისი მოწინააღმდეგე. საზოგადოება ხვდება, აღიქვამს და იმედი მაქვს ამის კონვერტაციას მოახდენს, რადგან სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშ​ვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის თქმით, დღევანდელ დღეს ადამიანებს სასამართლოში სამართლის მიღწევა ძალიან უჭირთ.

„რეალობა არის მართლაც ეს, ის ადამიანები და ის სისტემა, რაც არსებობდა და რაც იყო უსამართლო პირიქით არის გადმობარებული, და ჩაბეტონებული საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ქართული ოცნების მხრიდან. დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში გარემო, როდესაც სასამართლოს პოვნა ადამიანს პრაქტიკულად მნიშვნელოვანი თემები დროს არ შეუძლია“, – განაცხდა ლევან კობერიძემ.

„საერთაშორისო გამჭირვალო საქართველომ“ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც შედეგებიდან ირკვევა, 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე- „ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა“
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე-იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს ხანში დამტკიცდება