ნინო ბურჯანაძე-იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს ხანში დამტკიცდება

მინდა, მივესალმო საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას და იმედი მაქვს, მესამე მოსმენითაც უახლოეს ხანებში იქნება ცვლილებებს მიღებული, რითაც საფუძველი ჩაეყრება, რომ ქვეყანაში იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და მაჟორიტარების ფეოდალიზმი დასრულდება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ოპოზიციური პარტიების ერთობამ, რომელიც შეიკრიბა შალვა ნათელაშვილის ოფისში, შეძლო ერთიანი პოზიციის დაფიქსირება, ერთად ბრძოლა. ეს ერთობა რომ არა, დღევანდელი არც კენჭისყრა იქნებოდა და არც შანსი იმისა, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. ამ ერთობამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, აიძულა „ქართული ოცნება“, დათმობაზე წამოსულიყო. „ქართული ოცნება“ პირველი მოსმენითაც დიდი სიამოვნებით ჩააგდებდა ამ კანონპროექტს, მაგრამ მიხვდა, მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა პირველ მოსმენას, რომ მეორე ან მესამე მოსმენით კანონპროექტის ჩაგდება უკვე „ქართული ოცნების“ დასასრული იქნებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც „ქართული ოცნება“ ამას მიხვდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი-ივანიშვილის გარემოცვა პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს
შემდეგი სტატია“უგვანო გამოკითხვების ჩატარებას, ჯობია გარკვეული ქეისები დადოს საერთაშორისო გამჭვირვალობამ”