ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული – ადგილზე იმყოფება პოლიცია

ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. ბერძენიშვილის ცოლმა სახლთან პოლიცია გამოიძახა. თავად ლევან ბერძენიშვილი მედიასთან ამბობს, რომ იმ დროს, როცა 20-მდე პირი მის სახლთან იმყოფებოდა, ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ორგანიზებულმა ჯგუფმა ტერიტორია დატოვა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალი უცნობია.

banner
წინა სტატიაშიცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლაპარაკზე უარი განაცხადა და ამბობს, უმრავლესობაში ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამო – ხვიჩია
შემდეგი სტატიალუკაშენკოს ინფექციურ -ალერგიული მიოკარდიტი აქვს