ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა, ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პედოფილებისთვის ქიმიური კასტრაციის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ იგი წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„გუშინ მე საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი პედოფილების ქიმიური კასტრაციის – თანამედროვე საზოგადოების საშინელი პრობლემის შესახებ! როგორც საქართველოს მოქალაქეს, მსურს, რომ ხელი შევუწყო კანონმდებლობის გამკაცრებას ამ საშინელი დანაშაულის შესახებ.
ამ საკანონმდებლო წინადადების შეთავაზება განპირობებულია ბავშვების უფლებების და ქვეყნის მომავლის დაცვის აუცილებლობით, ასევე მსგავსი კანონის მიღებით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში!
პედოფილია დანაშაული არ არის, ეს სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა. და სასჯელის ვერანაირი ვადა ამ პრობლემას ძირეულად ვერ გადაჭრის. ციხიდან გამოსული პედოფილი ასჯერ უფრო მეტად სახიფათო ხდება. ეს ფაქტია.
სამწუხაროდ, დღეს ამგვარი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს დამნაშავეთა ლინჩის წესით გასამართლებას და მათ სახლების გადაწვით იმუქრებიან.
მე მჯერა, რომ ღმერთი დაგვეხმარება და შევძლებთ ამ ინიციატივით ასობით და ათასობით უბედური ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!“.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ – საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?! – ივანიშვილი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ზაზა ოქუაშვილი არ არის ღარიბი, კეთილი ინებოს და დავალიანება გადაიხადოს, ეს ბიუჯეტის ფულია