„ლელოს“ წევრებმა ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს

„ლელოს“ წევრებმა: კახა კოჟორიძემ, თორნიკე ართქმელაძემ, ლევან სამუშიამ და სხვებმა, გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი.

„დღეს ჩვენ, „ლელოს წევრები“ და იურისტები მოვედით აქ, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ, როგორც იურისტები ვამბობთ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი. პარტია არ არის უფლებამოსილი დაადგინოს დანაშაულის ფაქტები, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიკოტა კემულარია: “ცეკას” მეორე მდივანი გადამდგარა, გენსეკთან შეთანხმების გარეშე
შემდეგი სტატიაამიკო ჯანელიძე “ბლექ სი არენა”-დან ხელფასის სახით 6 250 ლარს იღებს – საბა ბუაძე