კოტა კემულარია: “ცეკას” მეორე მდივანი გადამდგარა, გენსეკთან შეთანხმების გარეშე

“ცეკას” მეორე მდივანი გადამდგარა, გენსეკთან შეთანხმების გარეშე.

მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ მაღლაფერიძეს და ვიცი, რომ გახშირებული “დამცხვიკვების” გამო არ დატოვებდა ამ ხელა თანამდებობას და გავლენებს.

ისე, ამ დღეებში კობახიძე და ვოლსკიც თუ
“გაცივდებიან”, არანაირ “სულელურ ვერსიებზე არ ვილაპარაკებთ.

სინამდვილეში კარტოფილის, მთავრობის და პარტიის პირველი პირებმა “დაგაპაშოლეს”.

ისე, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ მიხვდე “ოცნებავ” – დაიწყო შენი აღსასრული.

დაუყონებლივ გაათავისუფლეთ რუსულ ოკუპაციასთან დაუღალავად მებრძოლი, ყველა ნამდვილი პოლიტიკური გაერთიანების მიერ აღიარებული ლიდერი
— ნიკა მელია!

სასწრაფოდ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომ თავიდან ავიცილოთ “ოცნების” მიერ დათესილი სამოქალაქო კატასტროფა და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის პრობლემებზე”-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები
შემდეგი სტატია„ლელოს“ წევრებმა ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს