ლელო: საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული „ლელოს“ სარჩელების განხილვას

“ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და თორნიკე ართქმელაძემ ბრიფინგი გამართეს და განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განზრახ გაჭიანურებული, პანდემიასთან დაკავშირებული “ლელოს” სარჩელების განხილვა.

პარტიის ლიდერების თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობას აძლევს უკონტროლო შესაძლებლობას დააწესოს დაუსაბუთებლად ფართო შეზღუდვები ვირუსთან ბრძოლის მოტივით.

ნაცვლიშვილის თმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას.

“ლელო” ერთ-ერთი ლიდერი იმასაც განმარტავს, რომ დაუსაბუთებელი და ფართო შეზღუდვების შედეგად არაერთი სექტორი ჩამოშლის პირასაა, მათთან არ მომხდარა დიალოგი და შეზღუდვების მათ სპეციფიკასთან მორგება.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას. მარტო პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. განზრახ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოტანა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია, რაც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს მთელი რიგი სექტორების სპეციფიკას, რის შედეგადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ ახერხებს იმ სამედიცინო გამოწვევებთან ადეკვატურად გამკლავებას, რასთან დაკავშირებითაც ვითომ ეს შეზღუდვები შემოიღეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო ვერ მართავს. მას ხელმძღვანელად დანიშნული ჰყავს სრულიად არაადეკვატური, არაკომპეტენტური პირი, ჯანდაცვის სისტემაში მართვა და მენეჯმენტი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, უამრავი პრობლემა შეიქმნა და შემაშფოთებლად გაიზარდა სტატისტიკა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.როგორც მან განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა და ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალი, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ მოსამართლედ მიავლინა, შემდეგ დააწინაურა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. უკვე გასაგებია, რა მიზნებითაც დააწინაურა, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ და სენსიტიურ ვითარებაში მას შეეფერხებინა როგორც მინიმუმ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი სხვა უამრავ შეზღუდვასთან ერთად არაკონსტიტუციურია.

“ის რასაც აკეთებს საქართველოს
მთავრობა, აწესებს კომენდანტის საათს, კეტავს მაღაზიებს ეს არის არაკონსტიტუციური. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ინსტიტუციაც საბოლოოდ ჩამოშლილია, სასამართლო კი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს აცხადებს. ჩვენ წერტილოვანი შეზღუდვები, არამხოლოდ გასაჩივრებული გვაქვს, არამედ შეზღუდვების შეჩერება გვაქვს მოთხოვნილი, მანამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულ სარჩელზე. სამწუხაროდ ამ სარჩელზე არც ბატონი როინიშვილი არ ახდენს რეაგირებას,”- განაცხადა ართქმელაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ, მაგრამ ეს თვითდდამშვიდების საბაბი არ არის
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების კრიტიკულ მდგომარეობაში