“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2016 14:12

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი
ტელე-კომპანია „მაესტრო“-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა.
„ტელე-კომპანია „მაესტრო“-ს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილისა და პატარკაციშვილის ოლიგარქიული ოჯახები მტაცებელ მილიონერებთან ერთად წინასაარჩევნოდ ქმნიან კორპორაციას, რათა საბოლოოდ იყიდონ ჩვენი თავისუფლება და გადაგვაქციონ გერებად საკუთარ ქვეყანაში. ყველაფერ ამას უნდა დავუპირისპიროთ ანტი-ოლიგარქიული სახალხო ბლოკი, რათა გაიწმინდოს ჩვენი პოლიტიკა მილიონერებისაგან, მათ ამის შემდეგ უკვე შეწყვიტონ ბიუჯეტის ქურდობა პოლიტიკის გამოყენებით და დაიწყონ გადასახადების გადახდა. აი, სწორედ მაშინ გაეცემა პასუხი ცნობილ კითხვას – რა გვეშველება?!.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერცხლით მოვაჭრეები ვერ იყიდიან ჩვენს სულებს ვერასოდეს! აი, მთელი ისტორია, რაც ტრიალებს ტელე-კომპანია „მაესტრო“-სთან დაკავშირებით, სწორედ გამომდინარეობს ოლიგარქიული ჯგუფების ალიანსიდან, რომლებსაც წინასაარჩევნოდ გარდაუვლად სჭირდებათ საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით, მართული ტელევიზიების სახით. სხვანაირად ხალხს ვერ მოატყუებენ, ვერ გააყალბებენ არჩევნებს და საბოლო ჯამში დაკარგავენ იმ ძალაუფლებას, საიდანაც მომდინარეობს მათი სიმდიდრის არხები და გასაღებები.
ადგილი აქვს მორიგ შეთქმულებას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ამ შეთქმულების სათავეში კი, კვლავ არიან დოლარებით სავსე ფუთებისა და ჩემოდნების პატრონები.
შესაბამისად, ან დარჩება ქვეყანა და ესენი გადაინაცვლებენ პოლიტიკიდან იქ, სადაც ბუნებით მათი სფეროა (ბიზნესი, ეკონომიკა, გადასახადების გადახდა, ბიუჯეტის შევსება და სხვა), ან ესენი დარჩებიან პოლიტიკაში და ხალხის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება!“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2016 14:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics