ლეგენდარული პრიმადონა ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის პრიმადონა.
სხვადასხვა დროს, ცისანა ტატიშვილი მღეროდა, მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგში მარიას თეატრის, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიას, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბერლის (დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), მიუნჰენის, კიოლნის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის, ვენის, ბუსეტოს, საოპერო თეატრებში, გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე. ქართელ საოპერო დივას, ქართულ, იტალიურ და რუსულ ოპერებში, ევროპის პრესტიჟულ სცენებზე შესრულებული აქვს როგორც სოპრანოს, ისე მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტიები.
ლეგენდარულმა სოპრანომ, ტრიუმფალური გამოსვლებით, აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას.
ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის “სალომე”-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.
ცისანა ტატიშვილს, 38- წლიანი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე, ბევრჯერ შესთავაზეს ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში დარჩენა, მაგრამ მან უარი თქვა ყველა მნიშვნელოვან წინადადებაზე და თავისი სამშობლოს, თბილისის ერთგული დარჩა… ქართველ სოპრანოს ყველა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.
ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა.
შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ალბერტ შვაიცერის (გერმანია) საპატიო ორდენის და ოქროს მედლის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე. ლეგენდარულ პრიმადონას, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიდაბა წაღვერში, მთის ფერდობზე დაზვერვითი სამუშაო ვერტმფრენმა დაიწყო
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა