დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე დაზვერვითი სამუშაო ვერტმფრენმა დაიწყო

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე დაზვერვით სამუშაოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო.

არჯევანიძის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანაშრომელია ჩართული. მეხანძრეები ცეცხლის კერებამდემისასვლელ გზებს ჭრიან.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

არჯევანიძის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – წლევანდელი წელი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია
შემდეგი სტატიალეგენდარული პრიმადონა ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა