ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომის მოულოდნელად გადადებას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ

ქალი ევროკავშირის დროშით ხელში დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზებულია და შერჩევითი სამართალი ბატონობს. ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომის მოულოდნელად გადადებას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

ნანა მალაშხია ერთადერთ იმედად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიიჩნევს და ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭი შეიწყალოს.

“ეს გადადება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და არსებობს შერჩევითი სამართალი, კლანური მმართველობის სისტემა. საერთოდ რისი იმედი უნდა გვქონდეს, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ უდანაშაულოა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება მას. სწორედ ამიტომ მოვედი როგორც მარტის აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს, ეს არის პრეზიდენტი. ნოემბერში მას მივმართე ლაზარეს შეწყალების თხოვნით და ვფიქრობ, რომ ერთადერთი ბერკეტი ამ ქვეყანაში არის პრეზიდენტი”, – ამბობს ნანა მალაშხია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინისთვის „ტაურუსების“ მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან ცდილობს, თავიდან აირიდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი
შემდეგი სტატია2 წლის წინ 240 ბავშვი დადიოდა სპორტზე, დღეს – 643” – როგორ გაზარდა წალენჯიხამ სპორტით დაინტერესება თითქმის სამჯერ?