პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულის, ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან.
გრიგორიადისის ადვოკატისთვის, ლიკა ბითაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს, რის შემდეგაც, პატიმარი პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, – განაცხადა ბითაძემ.