ლატვიის სეიმის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტად საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის სეიმის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტად საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს. 100-წევრიან სეიმში გამართული კენჭისყრის შედეგად ედგარს რინკევიჩსის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

მოქმედი პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, მეორე ვადით კენჭს არ იყრიდა.

რინკევიჩსის მთავარი მეტოქე, ბიზნესმენი ულდის პილენსი იყო, რომელმაც 25 ხმა მოიპოვა.

49 წლის ედგარს რინკევიჩსი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა. მანამდე, ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნად, ასევე იყო ლატვიის რადიოს ჟურნალისტი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ის პოპულარული იყო ლატვიაში მეზობელი რუსეთის მიმართ ხისტი პოზიციის და უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის გამო.

banner
წინა სტატიაში2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?! – კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ – ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის – გახარია