ლარი თითქმის 3 თეთრით გამყარდა – ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 3 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5599 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.5871ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0272-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7250 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7491ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0241- ით გამყარდა.

banner
წინა სტატიაში“გემოვნებაზე არ დაობენ”- გიორგი ალიბეგაშვილი გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტზე
შემდეგი სტატიაპაატა კვიჟინაძე: ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური საკითხი, რამაც შეიძლება ლარის გაუფასურება გამოიწვიოს, არ არსებობს