ლარი მცირედით გამყარდა- 1 აშშ დოლარი 2.4926 ლარი ეღირება

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4926 ლარი ეღირება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4956 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ფასი 2.6686 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6933 ლარს შეადგენდა.

2.4956 ოფიციალური კურსის პირობებში, დღეს ეროვნული ვალუტის ფასი ბაზარზე საშუალოდ, 2.52 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა
შემდეგი სტატიაუკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე თურქეთმა ისრაელში ელჩი პირველად დანიშნა