მამუკა მდინარაძე: ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა

“ქართული ოცნების” მხრიდან ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს გარკვეული საკითხები, რაც მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეციას განეკუთვნება და ამ დისკრეციის ფარგლებში იგი ჩანიშნავს პირველი სხდომის თარიღს.

“არსებობს გარკვეული საკითხები, რაც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეციას განეკუთვნება, ამ დისკრეციის ფარგლებში იგი ჩანიშნავს პირველი სხდომის თარიღს. დანარჩენი იყო მხოლოდ გამოთქმული ვარაუდი, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით”,-აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილი პარტიის დამფუძნებელია და როგორ შეიძლება ის პარტიასთან ასოცირებულ პირად არ დარჩეს”
შემდეგი სტატიალარი მცირედით გამყარდა- 1 აშშ დოლარი 2.4926 ლარი ეღირება