ლარი გამყარებას განაგრძობს- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 12 დეკემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9089 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0193 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2028 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2210 ლარს შეადგენდა.

ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0182 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში“გვინდა, 14 დეკემბერს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე – ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს, ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს