ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე – ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს, ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს

როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებებზე ოპოზიციის კრიტიკას.

როგორც ის აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არც მას მოეწონა, რადგან ის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

“სამწუხაროდ, ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება, არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა.

“ქართულ ოცნებაზე” აქ ვერ გვექნება საუბარი, საქართველოს პრეზიდენტი არ არის “ქართული ოცნების” შემადგენელი ნაწილი, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა.

განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას, თუმცა, როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ინტერნეტის კონტროლთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ტექნიკურად როგორ არის შესაძლებელი ინფორმაციის გაკონტროლება არ იცის, “თუმცა, ფაქტია, რომ ინტერნეტში არის აგრესიის ნიაღვარი“.

banner
წინა სტატიაშილარი გამყარებას განაგრძობს- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაარ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა