ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა. სავარაუდოდ შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს გურჯაანში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიზურა კიწმარიშვილი : ეროსის სამართალმემკვიდრეს აქვს საფუძველი და მოთხოვნები თავის წილთან დაკავშირებით, ია კიწმარიშვილი იურისტებთან გადის კონსულტაციებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ახალ ტელევიზიაზე – ზაზა ოქუაშვილს ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობას