ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიაზე – ზაზა ოქუაშვილს ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობას

“რუსთავის 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ახალი ტელევიზიის დასაფინანსებლად ყველასთან აპირებს დალაპარაკებას, „ვინც დიქტატურას ებრძვის“.

“ვმუშაობ ბევრი მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით გაგრძელებული. სხვათა შორის, ზაზა ოქუაშვილს ველაპარაკე ნამდვილად და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას. ყველა ადამიანს დაველაპარაკები, ვინც ებრძვის საქართველოში დიქტატურას. “- განაცხადა ნიკა გვარამიამ პარლამენტის შენობის წინ, სადაც ის გადაცემის „სირცხვილია“ სტუმარია.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიავახტანგ მახარობლიშვილი შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა