,,კვლევით გამოიკვეთა, რომ დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ”

„კომპანია „ბი – სი – ჯის“ კვლევით გამოიკვეთა, რომ სამ ძირითად კანდიდატს – დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ამავე პარტიის დაფინანსებით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, საზოგადოებას არ მოსწონს დღევანდელი ჭაობი და სურს საიმედო ხვალინდელი დღე. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგი შანსი დავით ბაქრაძეს აქვს.

„საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოკლებულია პროპაგანდა, რომელიც უკვე 6 წელია გვესმის – მტრის ხატის შექმნა, წარსული ქიმერების დაბრუნება. როდესაც ჩვენ გვყავს სამი კანდიდატი და ორი ოპოზიციური კანდიდატი უსწრებს სახელისუფლებო კანდიდატს, თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს. საზოგადოებას არ მოსწონს დღევანდელი ჭაობი, არ უნდა წარსულში დაბრუნება, სურს ხვალინდელი საიმედო დღე და ამ თვალსაზრისით ყველაზე კარგი შანსები, მათ შორის მეორე ტურის გათვალისწინებით აქვს სწორედ დავით ბაქრაძეს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირების ადვოკატი – საქმის მასალები ორი ტომარაა და დაახლოებით ას კილოს იწონის
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 13,2% დავით ბაქრაძეს, 13% – გრიგოლ ვაშაძეს და 10,2% – სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს