კვირიკაშვილის მარტივი ტყუილი და მოქალაქეების დაცინვა- ზურაბ ჭიაბერაშვილი

პრემიერი კვირიკაშვილიის განცხადებას, რომ “ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს”, ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პასუხობს, ,,ნაციოპნალური მოზრაობის” წევრი ზურაბ წიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მოსახლეობას დასცინა.

,,პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება მოქალაქეების დაცინვაა და მეტი არაფერი. მისი თქმით, ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს რომ ტყუილია, ჩანს 19 ოქტომბერს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, როგორ გავღარიბდით. ექსპორტიცა და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა.

2011 წლის 9 თვეში ექსპორტი 1.550 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში 1.512 მლრდ დოლარია. 2011 წლის 9 თვეში იმპორტი 4.999 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში (C ჰეპატიტის წამლის გამოკლებით) 5.194 მლნ დოლარია.

იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით: გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს. ეს ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 2012 წლიდან შემცირდა ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა, ექსპორტის ზრდა და, შესაბამისად, დოლარის შემოდინება.

იმავდროულად, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და აგრძელებს იმავეს კეთებას, რის მავნებლურ შედეგებზე უკვე წლებია ვაფრთხილებთ: ესაა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და შიდა სესხის აღება. ანუ ასეთ კრტიკულ და კრიზისულ სიტუაციაშიც კი აგრძელებენ იმას, რამაც ლარი ასე დაასუსტა.

საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ექსპერტები, ჩვენ – პოლიტიკური ოპოზიცია, ყველა ვამბობთ ერთსადაიმავეს: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა; შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი; არ აიღოს შიდა ვალი. სხვაგვარად მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება,”-წერს ჭიაბერაშვილი.

3500700sqema

banner
წინა სტატიაში“კვირიკაშვილი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიასაარჩევნო სისტემის დახვეწა – არასამთავრობოების რეკომენდაციები უწყებათშორის კომისიას