“კვირიკაშვილი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

პრემიერის შეფასებებს ლარზე უსაფუძვლოს უწოდებენ საპარლამენტო უმცირესობაში. მათი განცხადებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, კიდევ უფრო აღარიბებს მოსახლეობას.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერმინისტრს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.

„კვირიკაშვილი არც ადრე გამოირჩეოდა სიმართლის თქმით, მაგრამ ახლა იგი ხადურის უტიფარი ტყუილების გზას დაადგა. თუ მისსავე მოყვანილ მაგალითს ავიღებთ, რომ თითქოს იმპორტი გაზრდილია, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი. თუ C ჰეპატიტის პროგრამით ამერიკის მიერ ნაჩუქარ წამლებს გამოვაკლებთ, მაშინ ვნახავთ, რომ ჩვენი მსყიდველობითუნარიანობა დაქვეითებულია და მოვიხმართ უფრო ნაკლებს, ვიდრე მოვიხმარდით თუნდაც გასულ წელს. ეს ხდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ვღარიბდებით,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილის მარტივი ტყუილი და მოქალაქეების დაცინვა- ზურაბ ჭიაბერაშვილი