კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა არა ტექნოკრატიული მთავრობა, არამედ ტექნიკრატიული კომისია უნდა შექმნან

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა არა ტექნოკრატიული მთავრობა, არამედ ტექნიკრატიული კომისია უნდა შექმნან, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რასაც საპარლამენტო კომისიას წარუდგენს.

დღეს, 28 ივნისს, რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელიც NATO-ს მადრიდის სამიტს შეეხებოდა, ვოლკერმა თქვა, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა.

“ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდათ, საქართველო იყოს დემოკრატიული, უსაფრთხო ქვეყანა, ევროპის ნაწილი და დაიბრუნოს ტერიტორიები. მიუხედავად ამისა, მთავრობის და ოპოზიციის თანამშრომლობა შეუძლებელია.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, ხელისუფლების ოპონენტებმა შექმნან ტექნოკრატიული კომისია, რომელიც ექსპერტებისგან, მათ შორის, უცხოელი ექსპერტებისგან იქნება შემდგარი და არა ტექნოკრატიული მთავრობა. უბრალოდ ექსპერტთა პანელი. ამ პანელმა გააანალიზოს ევროკომისიის რეკომენდაციები, ზოგ შემთხვევაში, შეიტანოს შესწორებები და შეიმუშავოს სერიოზული რეკომენდაციები, რომელსაც საპარლამენტო კომისიას წარუდგენს.

ეს საკითხები პარტიული დაპირისპირების მიღმა უნდა იყოს, ეს ეროვნული ინტერესის საკითხია. ეს არის იშვიათი შანსი საქართველოსთვის, როდესაც ფანჯარა ნამდვილად ღიაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, სამომავლოდ ევროკავშირში და პოტენციურად, ნატოში გასაწევრიანებლად. საქართველოს არ აქვს ამ შანსის ხელიდან გაშვების ფუფუნება”. – თქვა კურტ ვოლკერმა.

banner
წინა სტატიაშიფიზიკური და სექსუალური ძალადობა შუახნის კაცზე-დაკავებულია 2 პირი, მათ შორის არასრულწლოვანი
შემდეგი სტატიაფინეთი და შვედეთი ვალდებული იქნებიან, ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით