კუკავა – ალეკო ელისაშვილი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს
სხვა სტატიები
- გიორგი გახარია: 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, იხსნება ყველა სახის შეზღუდვა
- დავით მათიკაშვილი : უცნაური შეფასებები მოვისმინეთ მარგველაშვილისგან, თითქოს, მთავრობა როცა დატოვა, მთელმა დადებითმა პრეზიდენტის ინსტიტუტში გადაინაცვლა
- ევექსი ჰოსპიტლების არცერთი თანამშრომელი ინფიცირებული არ არის-ევექსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციაში არანაირი განხეთქილება არ არის.
კუკავას თქმით, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხის ირგვლივ, რომ პარლამენტი არის არალეგიტუმური და იქ შესვლას არავინ აპირებს.
მისივე თქმით, გამონაკლისია ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციის რიგებში აღარ მოიაზრება.
„არანაირი განხეთქილება არ არის, ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ჩვენს რიგებში და ოპოზიციის რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლებ იყოს, მაგრამ ეს პარლამენტი რომ არის არალეგიტუმური და ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპრებს, ეს საკითხი დახურულია. ელისაშვილი არის გამონაკლისი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს, ივნიშვილს მეტი არც ერთი პარტიის იმედი არ შეუძლია, ჰქონდეს.
რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, მათ გააკეთეს განცხადება, როგორც კი მლაპარაკების პროცესი დაიხურება, „რესპუბლიკელები“ შეიწყვეტენ დეპუტატის მანდატს და არ შევლენ ისინი პარლამენტის შემადგენლობაში. ეს განცხადება ძალიან კონკრეტულად გააკეთეს“, – განაცხადა კახა კუკავამ.