“კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა შემთხვევის ადგილზე იმყოფება

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მივიდა.

რომან შენგელია სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მივიდა. რომან შენგელიას ჟურნალისტებს კომენტარი არ გაუკეთებია.

გარდაცვლილის მამა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ითხოვდა.

თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადაა ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს, ასევე საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს.

banner
წინა სტატიაშისოფელ გრაკალში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო
შემდეგი სტატიამერსი ტემბონი: მომავალ წელს ისევ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწია