კრიტიკული პოზიციის გამო ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, მუზეუმის უფროსი კურატორი, ფერწერული ხატების ფონდის მცველი ნანა ბურჭულაძე გაათავისუფლეს.

ნინო ბურჭულაძე ხელოვნების მუზეუმში 1983 წლიდან მუშაობდა.

გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფონდებს კიდევ ორი კურატორი. მათ დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გათავისუფლების შესახებ სიტყვიერად შეატყობინა და უთხრა რომ ფონდები ერთიანდება და არჩევანი სხვაზე შეაჩერეს.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი, ნინო ხუნდაძე ფორმულასთან საუბრისას აღნიშნავს, გარკვეული საკითხებისადმი კრიტიკული პოზიცია ჰქონდა და ეს დამოკიდებულება სამსახურშიც არასდროს დაუმალავს.

“არასდროს დამიმალავს, ეს იყო სატელევიზიო გადაცემა, ინტერვიუ თუ რადიო, ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის იყო ნათელი. [კრიტიკული პოზიცია] რასაკვირველია, მქონდა და ყველა იყო საქმის კურსში. სამსახურშიც ვლაპარაკობდი ამაზე გახსნილად. ალბათ, რაღაც უკმაყოფილო ამის გამოც იყო”, – ამბობს ხუნდაძე.

ფორმულა დაუკავშირდა მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, გია მარსაგიშვილს და ჰკითხა, კურატორების სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური მოტივით ხომ არ მოხდა, რაზეც მარსაგიშვილმა ასე უპასუხა:

“რეორგანიზაციის დროს ალბათ იქნება გათავისუფლება, ჩვეულებრივი მოვლენაა. ვერ გეტყვით ვერაფერს მაგის შესახებ. ჩემი საქმეა ფონდების აღწერა. რეორგანიზაციის დროს ყველა დაბარებული, თანამდებობრივი სტატუსები იცვლება. ისინი ან უნდა დათანხმდნენ, ან არა. ცოტა ძნელია მაგაზე ზუსტი პასუხის გაცემა იმიტომ, რომ სამსახურია ეს… ამ ეტაპზე იცვლება თანამდებობები”, – ამბობს მარსაგიშვილი.

წყარო: ფორმულა

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ჩაჩიბაია: საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი სამხედრო თვალსაზრისით ფაქტობრივად ხარვეზი არ არსებობს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე: ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება