კრიტიკული კითხვების გამო ირაკლი კობახიძე ნინო ჟიჟილაშვილს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 15, 2019 10:22

კრიტიკული კითხვების გამო ირაკლი კობახიძე ნინო ჟიჟილაშვილს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა

“თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც წარმატების პროცესი არ აქვს და ამიტომ ცდილობთ პროცესის რადიკალიზაციას” – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ tv პირველის ჟურნალისტს, ნინო ჟიჟილაშვილს და ის დასმული კითხვების გამო, სპეკულაციაში დაადანაშაულა. ჟიჟილაშვილმა მას ჰკითხა, ქართული ოცნება რა პასუხისმგებლობას იღებს პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო განვითარებულ პროცესებზე და რას აპირებს.

“ნუ ნერვიულობთ, ნინო, ნუ ნერვიულობთ, ნინო, ძალიან ნერვიულობთ.. თქვენი ნერვიულობა არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება, თქვენი ნერვიულობით ქულებს ვერ უწერთ ნაცმოძრაობას” – რამდენჯერმე გაუმეორა კობახიძემ ჟურნალისტს და მოუწოდა, “საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, თქვენ არ ხართ საზოგადოება, თქვენ ისაუბრეთ ნაცმოძრაობის და თქვენი პოლიტიკური პარტიის სახელით, მაგრამ საზოგადოების სახელით ნუ მესაუბრებით… დღის წესრიგი არ შეიცვლება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს 2020 წლის არჩევნებისთვის”.

TV პირველზე ჩართვამდე, ირაკლი კობახიძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსაც “მოუწოდა”, გაემიჯნოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 15, 2019 10:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics