კრისტიან დანიელსონი “ოცნებასა” და ოპოზიციას 16:00 საათზე შეხვდება

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან საერთო შეხვედრას 16:00 საათზე გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

სწორედ ამ შეხვედრაზე წარუდგენს დანიელსონი მხარეებს საბოლოო დოკუმენტს და გაირკვევა, შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. მანამდე კი, ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი ასახული იქნება, მას ხელს მოაწერენ, “ოცნება” კი კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ
კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს… ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს…

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსზე ბოლო 24 საათში 782 პირი აიცრა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი ნიკა მელიაზე – გირაოს გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელია