კორონავირუსზე ბოლო 24 საათში 782 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 782 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში სულ აცრილია 5 706 ადამიანი.

NCDC-ს არ აქვს გამოქვეყნებული მონაცემები რამდენი პირია აცრილი “ასტრაზენეკას” ვაქცინით და რამდენი “ფაიზერით”. საქართველოში “ფაიზერით” ვაქცინაცია დღეს, 30 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – მონახაზი, რომელსაც მედიატორი შემოგვთავაზებს, იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის წარმოდგენილი კარგი სამოქმედო გეგმა
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი “ოცნებასა” და ოპოზიციას 16:00 საათზე შეხვდება